თბილისში ბიზნეს ფორუმი „უზბეკეთი-საქართველო“ იმართება
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა გახდება.
ღონისძიების მთავარი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, საინვესტიციო სფეროში გამოცდილების გაცვლა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებაა.
სხვა სიახლეები
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დავით ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს
24.08.2026.11:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.
მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე. 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში. დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.