მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმი საქართველოს საჯარო სერვისების მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იყო - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

news image
mbc image

თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმი საქართველოს საჯარო სერვისების მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იყო, -  ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

„ეს სამდღიანი ფორუმი, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმატებით დასრულდა. ეს არ არის ჩვენი შეფასება, არამედ ამას აღნიშნავდნენ როგორც გაეროს წარმომადგენლები, ასევე თითოეული მონაწილე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ღონისძიების ჩატარებას თბილისში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რადგან ჩვენ ვმასპინძლობდით 100-მდე ქვეყნიდან წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს, პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ძალიან ბევრი მონაწილე იყო თბილისში ჩამოსული და ჩვენ, გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, შესაძლებლობა გვქონდა, მათთვის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გაგვეცნო.

რაც შეეხება უშუალოდ თემატიკას, ეს შეეხებოდა საჯარო სერვისების განვითარებას, საჯარო სერვისების უფრო მეტად ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისთვის. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დანერგვა. განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა ხელოვნური ინტელექტის გონივრულად და სწორად გამოყენებაზე და ეს ყველაფერი ერთდროულად სხვადასხვა ფორმატში იყო წარმოდგენილი.

ხუმრობით ვამბობდით, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ამერიკის კონტინენტზე ტარდება, თბილისში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საჯარო სერვისების მიმართულებით, რადგან მთელი მსოფლიო აქ იყო წარმოდგენილი საუკეთესო ექსპერტებით. თუ რომელიმე ქვეყანას ამ მიმართულებით რაიმე მიღწევა ჰქონდა, სწორედ თბილისში ხდებოდა ამ საკითხზე მსჯელობა. თვითონ ის, რომ ჩვენ ვუმასპინძლეთ ამ ფორუმს, იყო იმის აღიარება, რომ საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი უმაღლეს დონეზეა, საუკეთესო მაგალითია. არაერთმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ 10 წლის წინ, 7 წლის წინ, თბილისში იმყოფებოდნენ, გაეცნენ იუსტიციის სახლებისა და, ზოგადად, საჯარო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს და დღეს უკვე მათთან ძალიან წარმატებით ხორციელდება მსგავსი მოდელები“, - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა