თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება - 30 დამსაქმებელი, აქტიური ვაკანსიები და სპიკერები მთავარ სცენაზე
HR hub-ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს გააერთიანებს და დასაქმებისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი დამსაქმებელი და აქტიური ვაკანსიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ მოთხოვნებსა და სამუშაო პირობებს, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და უშუალოდ დამსაქმებლებს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, კანდიდატებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და კომპანიებისთვის შესაბამისი თანამშრომლების მოძიების ხელშეწყობა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „წარმატების სცენა“ იქნება, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზასა და წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ დამსწრეებს. სპიკერებს შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის მართვის სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია როგორც კონკრეტული ვაკანსიების, ისე დამსაქმებლების შესახებ, გაეცნონ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოონ კარიერული შესაძლებლობები.
ღონისძიების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია და სიახლეების მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://hrhub.ge/jobstbilisi/
მედიასთან თანამშრომლობა
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ღონისძიების ორგანიზატორებს, დამსაქმებლებისა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს. ფესტივალი იძლევა შესაძლებლობას, მომზადდეს სიუჟეტები დასაქმების, შრომის ბაზრის მოთხოვნების, კარიერული განვითარების, პროფესიული უნარებისა და დამსაქმებლებისა და კანდიდატების ურთიერთობის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ნავდარაშვილი HR hub -ს დამფუძნებელი და დირექტორი
ვებგვერდი: https://hrhub.ge/jobstbilisi/
ელფოსტა: info@hrhub.ge
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი სასკოლო სტარტაპ კონკურსი დაიწყო
19.10.2026.16:33
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სტარტაპ კონკურსი Tech sPark დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.
კონკურსის მონაწილე თითოეული გუნდი ერთი მასწავლებლისა და 3-5 მოსწავლისგან შედგება. მასწავლებლად, სასურველია, STEAM საგნების პედაგოგი იყოს შერჩეული. გამარჯვებულ სკოლას „წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის“ სტატუსი მიენიჭება და 5 000 ლარის ოდენობის პრიზი გადაეცემა.
კონკურსის პირველი ეტაპი ყველა სკოლისთვის ღიაა - მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეგისტრირებული გუნდები ოთხდღიან ონლაინ ვებინარში ჩაერთვებიან, სადაც მეწარმეობას, იდეების განვითარებასა და პრეზენტაციის უნარებს შეისწავლიან. ვებინარის დასრულების შემდეგ გუნდები საკუთარ იდეებს 2-წუთიანი ვიდეოპრეზენტაციის სახით წარადგენენ.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი გუნდი რეგიონულ ეტაპზე გადავა, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ სესიებს, მენტორებთან მუშაობას, ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფებსა და სტარტაპის პროტოტიპის განვითარებას მოიცავს. კონკურსის ეს ეტაპი რეგიონებში გამართული ნახევარფინალური დემო დღეებით დასრულდება, სადაც გუნდები პროექტებს ჟიურის გააცნობენ.
ნახევარფინალების შედეგად 13 საუკეთესო გუნდი ეროვნულ ფინალში გადავა. ფინალისტები ინდივიდუალურ მენტორულ პროგრამაში ჩაერთვებიან, სადაც ინოვაციური მეწარმეობის, განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებთან ერთად პროტოტიპებს დახვეწენ და ფინალისთვის მოემზადებიან.
სასკოლო სტარტაპ კონკურს Tech sPark-ის ეროვნული ფინალი თბილისის ტექნოპარკში გაიმართება.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია, ასევე კრეატიული აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარება. სასკოლო გუნდები განათლების სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებზე იმუშავებენ და ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ, პრაქტიკულ გადაწყვეტებს შექმნიან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/ShBBpC