თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ - პოლონეთის საელჩო საქართველოში
საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. დაშავებულებს ვუსურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე დროს თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
სხვა სიახლეები
ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს - ლაშა ხუციშვილი
20.11.2026.15:10
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებას გამოეხმაურა.
მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს.
დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, — წერს ხუციშვილი.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.