მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

news image
mbc image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

„საუნივერსიტეტო კლინიკის მულტიფუნქციური სივრცე - სტაციონარი, სხვადასხვა განყოფილება, თერაპიული, სარეაბილიტაციო თუ სასწავლო ნაწილი - ერთიანობაში შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაეწიოთ. აქ ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, კვლევა და კლინიკური პრაქტიკა, რაც თანამედროვე საუნივერსიტეტო მედიცინის განვითარების მთავარ წინაპირობას ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობას განახორციელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების აკადემიური პერსონალი. სწორედ მათი პროფესიონალიზმის, მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, ეთიკისა და საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული გამოცდილების შედეგად, კლინიკის ბაზაზე მომზადდებიან კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტები.

მჯერა, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს და გამორჩეულ წვლილს შეიტანს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.

საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, სხვადასხვა სტაციონარული განყოფილებით. ესენია: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი, დუალური ნოზოლოგიის, ნარკოლოგიური დეტოქსიკაციისა და სარეაბილიტაციო განყოფილებები.

ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.

პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურული პროექტისა და აღჭურვის ღირებულება ჯამში 20 მილიონზე მეტია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10.06.2026.18:13

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა