თბილისში ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს ინიციატივით და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადგომით, დღეს ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფაგაიხსნა. ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა სპორტსმენის საცხოვრებელი სახლის ფასადზე,კეკელიძის 25 ნომერში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, გახსნეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სპორტსმენების დაფასება, რომლებმაც ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გიორგი ტყემალაძის თქმით, ჯემალ ცერცვაძე არის ლეგენდა, რომელმაც ქართულ ხელბურთში ისტორია დაწერა.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გავხსენით. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მის მიმართ დიდი პატივისცემა და ლეგენდარული სპორტსმენის სახელის უკვდავსაყოფად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ჯემალ ცერცვაძის მიღწევებზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემაც, ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მემორიალური დაფის გახსნაზე განაცხადით საკრებულოს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა, რასაც განათლებისა და კულტურისკომისიამ მხარი სრულად დაუჭირა და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთო.
„ჩვენი კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჯემალ ცერცვაძისმემორიალური დაფის გახსნის საკითხი. ჯემალ ცერცვაძე მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო, რომელმაც ხელბურთში მთელი ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა მისი მემორიალური დაფის გახსნაში აქტიური მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
ფენომენალური ტექნიკის მქონე ქართველი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე 1968 წელს მსოფლიოფესტივალის ჩემპიონი გახდა. იგი მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში და სამჯერ იყოშეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში. ჯემალ ცერცვაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოშიხელბურთის განვითარების საქმეში. მანვე მსოფლიოში პირველი ოლიმპიური რეზერვისხელბურთელთა უნიკალური სკოლა დააარსა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
ლეგენდარული ხელბურთელის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.