„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, ავტობაზის განახლების პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება.
„ორივე ტენდერის ფარგლებში, შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება, დაახლოებით, ცხრა მილიონი ლარია.დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. სპეცტექნიკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ტექნიკის თვალსაზრისით, შესაბამის სამსახურს არ ჰქონდეს შეფერხებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
25.09.2026.13:49
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.