თბილსში, ქსელის რეაბილიტაციის გამო 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება
„თბილისი -ენერჯის“ ცნობით, 2 მაისს 22:00 საათიდან ავარიული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშოების გამო გაზის მიწოდება შეუწყდება: წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 14, ალექსანდრე იოსელიანის III შეს. 1, II შეს. 2, II შეს. 2-8-6 (წმ. ვასილისკოს ქ. 8), II შეს. 3, ალ. იოსელიანის ქ. 95, 99 (ჯიქიას მიმდებარე ტერიტორია, ნაკვ. 28), 101, ჯიქიას ქ. 5-ში (ელიზბარ მინდელის ქ. 12) მდებარე შპს ,,დონა გრუპი”-ს, ელიზბარ მინდელის ქ. 9ბ-ში მდებარე შპს ,,გრინლაიფ”-ის, ელიზბარ მინდელის ქ. 11, ელიზბარ მინდელის ქ. 12, ელიზბარ მინდელის ქ. 7ბ, ჯიქიას ქ. 9ა-ში (იგივე 9ა-45 და პოლიტკოვსკაიას ქ. 45) მდებარე შპს “საქაგრომანქანას”, 9ა-51, პოლიტკოვსკაის ქ. 55-ში მდებარე შპს “ჯეო ტექინვესტი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში (ჯიქიას ქ. 9ა-57) – შპს “სოლო დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქ. 9ა-1, 9ა-2, 9ა-3, პოლიტკოვსკაიას ქ. 32-30-ში მდებარე შპს “სეუ გრუპ დეველოპმენტ კომპანი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 36-ში – შპს “ჯიქია 36”-ის, შპს “კომპაქტ დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსისა და ჯიქიას ქ. 7-ში მდებარე ,,A” და ,,B” ბლოკის (ახლ. ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 36 და 38), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 41ა (იგივე ჯიქიას ქ. 9ა, 9ა-3), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 20, გაზის მიწოდება შეუწყდება ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12, 10.12. 12, 12ა-ში მდებარე შპს ,,აპ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე
პოლიტკოვსკაიას ქ. 22ა-ში მდებარე შპს ,,ნოვო ჯიქია 22”-ს საცხოვრებელი
კორპუსის მოსახლეობას. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12-ში მდებარე შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 47 (ჯიქიას ქ. 9), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში მდებარე შპს ,,სოლო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 59 (იგივე ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 9ა-57), ელიზბარ მინდელის ქ. 9ე-ში (ვაკის რაიონის ქუჩა, ნაკვ. 005/086) მდებარე შპს ,,გრინ ლაიფი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 46ა (ჯიქიას ქ. 18), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 44, 48, 50, 50-1, 50-2 (ჯიქიას ქ. 18ბ, 18გ), ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 65, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 31/45-ში (წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 10) მდებარე შპს ,,ანკო”-ს, წმ. ვასილისკოს ქ. 3 (იგივე ჯიქაის ქ. 7, 7-ის მიმდებარედ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 28, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, 50-52-ში მდებარე შპს ,,კომპაქტ +”-ის, ომარ ფხაკაძის ქ. 26-ში მდებარე ამხ. ,,ფხაკაძე 26”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ალექსანდრე იოსელიანის, ნაფეტვრების, ჯიქიას, ძოწის ქუჩაზე (ლისის მიმდებარედ) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შსს ეკონომიკური დეპარტამენტი, სსიპ ‘’სოხუმის უნივერსიტეტი”, სამთო ინსტიტუტი, შპს ,,ასორტი ვერე”, შპს “ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი”, შპს ,,სისტემ ნეტ”, შპს ,,მვპ სტამბა”, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 მაისის 09:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-ვის.
"თბილისი-ენერჯი" ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშოები აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის“ - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.