დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
მზარდი ენერგეტიკული ხარჯები მოგების მარჟებს მნიშვნელოვნად ამცირებს - Maersk
08.05.2026.19:00
სატრანსპორტო ჯგუფმა Maersk-მა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტმა საწვავის ხარჯები თვეში დაახლოებით 500 მილიონი დოლარით გაზარდა და ენერგოკრიზისი გაგრძელდება მაშინაც კი, თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ამ ფონზე კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების მოცულობა შედარებით სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება, მზარდი ენერგეტიკული ხარჯები მოგების მარჟებს მნიშვნელოვნად ამცირებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო იზრდება რისკი, რომ ინფლაციამ შეამციროს მომხმარებელთა მოთხოვნა, რაც ბოლო პერიოდში საზღვაო გადაზიდვების ბაზარს ამოძრავებდა.
Maersk-ის თქმით, ამ დრომდე კომპანიამ შეძლო გაზრდილი ხარჯების სრულად გადატანა მომხმარებლებზე როგორც კონტრაქტების გადახედვით, ისე სპოტ-ფასების ზრდით.