მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს

news image
mbc image

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ,  ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და  ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.

 

ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა. ტელეკომპანია „პირველის“ შემთხვევაში, ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული“.

 

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს (პირველი), ინფორმაციის შესწორებას (მე-5), დისკრიმინაციის თავიდან აცილებას (მე-7) და ბავშვთა უფლებების დაცვას (მე-8).  

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.  საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

 

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2024 წლის 2 მარტს გავიდა და ეხებოდა გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.

 

გადაწყვეტილება 2024 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე. იხილეთ ბმული:

https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/98151-gadatsyvetileba-saqmeze-giorgi-kalandarishvili-zhurnalistebis-nodar-meladzisa-da-maka-chikhladzis-tsinaaghmdeg

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია ამავე თემაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებაში ასევე დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.  ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 2 აპრილს გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

 

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“  რვაჯერ მიმართა. ექვს შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი

21.08.2026.09:46

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში 24-25 აგვისტომდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში 30-32 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„დღეისთვის. მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი ძირითადად გაგრძელდება დასავლეთ საქართველოში 24 რიცხვამდე, ხოლო, აღმოსავლეთში 25 რიცხვამდე“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა