ტემპერატურის ზრდის ფონზე, საფრანგეთი ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვებს აწესებს
ევროპის დიდ ნაწილში გავრცელებულმა ძლიერმა სიცხის ტალღამ საფრანგეთში ალკოჰოლის ნაწილობრივი შეზღუდვა გამოიწვია, გერმანიაში ქვეყნის მასშტაბით გაფრთხილებების გამოცხადება, ხოლო ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივართა ზონის დახურვა, რადგან ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულებს უახლოვდებოდა.
საფრანგეთში მოსალოდნელი იყო, რომ 96 რეგიონიდან 35-ში კვირას „წითელი“ დონის სიცხის გაფრთხილება გამოცხადდებოდა. პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურა 39-40°C-ს მიაღწევდა სამხრეთ-დასავლეთიდან პარიზის რეგიონის გავლით ბურგუნდიამდე, ხოლო ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 41°C-მდეც კი დაფიქსირებულიყო.
სხვა სიახლეები
პარლამენტი დღეს საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს
22.06.2026.09:31
დღეს პარლამენტი, ბიუროს სხდომაზე, საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის.
მმართველი გუნდის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინა შემთხვევაში გამკაცრებულმა სანქციებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც ახლა ხელისუფლების მიზანი ბალანსის დაცვაა.
„კონკრეტულმა მაღალმა ჯარიმებმა პრევენციული თვალსაზრისით ის მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო, რომელიც ნავარაუდევი იყო, შესაბამისად მიდგომა იცვლება. თუმცა, მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, როდესაც ეს დასაშვებ ნორმას სცილდება, კვლავაც რჩება მაღალი სანქცია. ამ კუთხით სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დაკვირვებას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.