მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

,,ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ეს მიდგომა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეფერხებები დღესაც არსებობს და იგივე სტანდარტი გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც მომავალში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავს.,მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, შესრულებული სამუშაოს ნებისმიერი ხარისხით ჩაბარებას.

„მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაბარდება. ყველასგან უმაღლეს ხარისხს მოვითხოვთ. სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს გარკვეული შეფერხებები, რადგან როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის სერიოზულობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ამ მიმართულებით უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ,“-აღნიშნა სოხაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

20.07.2026.17:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა