მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად მთავარი აქცენტი ტალანტების გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ საქართველო ტექნოლოგიურ კომპანიებს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გარემოს სთავაზობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, მათ შორისაა დაბალი გადასახადები და მარტივი რეგულაციებით, თუმცა მთავარ გამოწვევად ტალანტის სიმცირე რჩება. კასრაძის განმარტებითვე, სტრატეგია მოიცავს როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური კადრების გაზრდას განათლების რეფორმის გზით, ისე უცხოური სპეციალისტებისა და გლობალური კომპანიების მოზიდვას, რაც ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად გარემოს თვალსაზრისით საქართველო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. ანუ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე - გვაქვს ძალიან კარგი ასე ვთქვათ სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციები დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ბიზნესზე, ინოვაციური სტარტაპი ვახსენე, ასევე ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო პაკეტი. ასევე ექსკლუზიურად R&D კომპანიებისთვის - კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის-  5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, IT კომპანიებისთვის 5%-იანი საგადასახადო რეჟიმი. ასევე მთლიანად ნებისმიერი ბიზნესისთვის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო ერთ-ერთი პირველია მთელ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რეგულაციების სიმცირით და ასევე კორუფციის სიმცირით და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისთვის.

იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური განსაკუთრებით კომპანიები მოვიზიდოთ, ამისთვის უკვე ამის იქით არის მნიშვნელოვანი გაძლიერება უკვე ტალანტების ნაწილში. დღეს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები პირველ რიგში ეძებეს ტალანტს, იმ ქვეყანაში დახვდება თუ არა არა მარტო ტალანტი, არამედ რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სისუსტე გამომდინარეობს ჩვენს ზომაში, მოსახლეობის რაოდენობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროს ჩართული ადამიანების. და ჩვენი მთავარი სტრატეგია სწორედ ამას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ტექნოლოგიების ეკოსისტემაში, ისწავლოს ტექნოლოგიური მიმართულებებით. განათლების რეფორმა სწორედ აქეთკენ არის მიმართული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

GITA-ს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების სიმცირე რჩება, რის საპასუხოდაც აქცენტი კეთდება ტექნიკური განათლების გაძლიერებასა და IT მიმართულებებით მეტი ადამიანის ჩართვაზე. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს უცხოური ტალანტის მოზიდვაც, რაც აუცილებელია ისეთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესის გასაზრდელად, როგორიცაა Google, Meta და Apple, ხოლო ამ პროცესს ხელს შეუწყობს ქუთაისში დაგეგმილი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტიც.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.10.2026.15:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა