თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ 5 330-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 15,8 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტით სოფელ სიქთარვაში უკვე მოეწყო წყლის გამწმენდი ნაგებობა და 300 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი. საპოვნელას ტერიტორიაზე დასრულდა 2 000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობა.
ასევე გაკეთდა ორი სატუმბი სადგური, ორი საქლორატორო და სოფლების - რუფოთისა და ტელეფის წყალმომარაგებისთვის განკუთვნილი 4,65 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური მილსადენი.
დაგეგმილი 44,5 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელიდან უკვე გაყვანილია 43,6 კილომეტრი. დამონტაჟებულია 74 სახანძრო ჰიდრანტი, 1 708 ინდივიდუალური და 175 კომერციული აბონენტის აღრიცხვის კვანძი.
თერჯოლაში დასრულებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრის მშენებლობაც. პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის (SCADA) სისტემის მოწყობა.
ამ დროისათვის პროექტის ფინანსური შესრულება, დადასტურებული სამუშაოების მიხედვით, 86%-ს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ თერჯოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
18.11.2026.17:08