მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.8
0.0023
flag
AZN 1.5583
-0.0011
flag
CNY 39.089
-0.0072
flag
EUR 3.0351
-0.0026
flag
GBP 3.5077
0.0016
flag
KZT 54.39
0.0007
flag
TRY 0.057
-0.0001
flag
USD 2.6487
-0.0018
news banner

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.  

ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის რამდენიმე მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

წლევანდელ კონკურსში 600-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 820 ფოტო პროექტი წარადგინა. 2 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, გამოვლინდებიან 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ფესტივალის პროგრამა:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი „Tape Visitors" | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 |მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„      ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 |ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00| ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია - მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00| ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY - Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო - პანკისის ხეობის ხმები - მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. 

თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში

22.06.2026.17:31

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში. 

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის" აერთიანებს განახლებადი ენერგიების სექტორის ბიზნეს-წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ორგანიზებულია უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის მიერ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა