თინათინ ნიბლოშვილი: „მთავრობის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ეს არის უწყვეტი ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე“
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საკრებულოში შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, ონკოპაციენტები, ონკოლოგები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ეს არის უწყვეტი ზრუნვა, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, - ასე დაიწყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თავის გამოსვლა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
„პირველი ჩემი შეხება ონკოპაციენტების დიდ ჯგუფთან 2 წლის წინ მოხდა, როდესაც ჩავერთეკამპანიაში „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“. ისინი სახელმწიფო უწყებებთან ერთად ეძებდნენ გზებს, თუ როგორ გამხდარიყო ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი ონკოპაციენტების სრული მხარდაჭერა ამ დაავადებასთან ბრძოლაში. „სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ პაციენტებს უწევთგარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად“, - ეს არის ჩვენი კოლეგის განცხადება ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქციიდან. ჩემთვის გაუგებარია, რა პოლიტიკური აქტიურობა შეიძლება გიღირდეს იმად, რომ ამ თემით სპეკულირებდე, ამავდროულად აქციაზე ლიდერად გყავდეს ვაშაძე, რომელიც ონკოპაციენტის მკურნალობაში გადახდის ფულს „შავ ხვრელს“ ეძახდა; აგრეთვე, მთელი ამ პოლიტიკური გაორების დროს გავიწყდებოდეს მთავარი, რომ ყველაზე მეტად ეს პროცესი აზიანებს ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ათი წლის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებს უფინანსდებოდათ ქიმიოთერაპია,სხივური თერაპია, ონკოქირურგია. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი.
„დღეს ონკოპაციენტები აღარ იღუპებიან უსახსრობის გამო, აღარ ყიდიან სახლებს, აღარ რჩებიან ქუჩაში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი რეალობა იდგა ჩვენს ქვეყანაში. ეტაპობრივად გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ონკოლოგიური მედიკამენტების ჩამონათვალი. 2024 წლიდან კი, ბენეფიციარის შემოსავლის მიუხედავად, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა მკურნალობა. პაციენტები მიიღებენ სრულფასოვან მკურნალობას უწყვეტად, საჭიროების მიხედვით“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.