მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა.

ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში (Aoyama Farmers’ Market), სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინო, ასევე, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები.

აოიამას ფერმერული მარკეტი ტოკიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფერმერული ბაზარია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული. მას ღვინის მომხმარებლებთან ერთად HoReCa სექტორის წარმომადგენლები და შეფ-მზარეულებიც სტუმრობენ.

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენის მიზანს იაპონელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ვაზის მრავალფეროვნებისა და მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება

27.10.2026.17:00

ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.

საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.

დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.

პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.

მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა