TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 10 934.8 ათასი დოლარის ღირებულების 19 988.7 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი გასული ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 4%-იან კლებას აჩვენებს. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 20 866.1 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში იმპორტირებული შაქრის 43% ქვეყანაში პოლონეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს:
• პოლონეთი - 8 539.0 ათასი დოლარი;
• საფრანგეთი - 6 402.2 ათასი დოლარი;
• ნიდერლანდები - 2 776.0 ათასი დოლარი;
• ბელგია - 1 402.5 ათასი დოლარი;
• გაერთიანებული სამეფო - 780.0 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის კმ177-კმ178 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
19.10.2026.20:12
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ178 მონაკვეთზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.