თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს, ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს, რა ინსტრუმენტებს იყენებთ თქვენი გუნდი ამ ტემპით, ამ მასშტაბით - EMAAR ჯგუფის დამფუძნებელი
როდესაც საქართველოს შესახებ, ეკონომიკური მიღწევის შესახებ ეცნობი ინფორმაციას და ხვდები რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში, გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი. რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ, ძალიან ბევრს მუშაობთ, ეს იოლი არ არის, - ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, საქართველო აღწევს უმაღლეს მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში და ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს.
„როდესაც საქართველოს შესახებ, ეკონომიკური მიღწევის შესახებ ეცნობი ინფორმაციას და ხვდები რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში, გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი. 8-9, თუნდაც 7% -ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში, ეკონომიკური მაჩვენებელი მაქვს მე მხედველობაში - რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ. აშკარად ძალიან ბევრს მუშაობთ, ეს იოლი არ არის. წარმატება ამ სფეროში იოლი ნამდვილად არ არის. 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ყოველდღე ბრძოლაა ჩემთვის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება განსაკუთრებით ჩემს კომპანიაში.
ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს. ვიტყვი, რომ ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან, რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ თქვენ და თქვენი გუნდი ამ ტემპით, ამ მასშტაბით. აშკარად კარგი პოლიტიკაა, რომელიც მუშაობს, ძალიან დიდი ძალისხმევაა ხალხის და გუნდის დიდი წარმატება. ეს ჩვენთვის, ინვესტორებისთვის გადამწყვეტია, რადგან ჩვენ, ინვესტორებს პრინციპში გასათვლელი გვაქვს ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა, რომელიმე კონკრეტულ საქმეში, კონკრეტულ ქვეყანაში.
მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი მოცულობის სამუშაო გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში. ვიდრე ხელს მოვაწერდით შეთანხმებას, მანამდე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვაგულიანებთ. ეს ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ, ძალიან ვუფრთხილდებით. მთელი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ გვენდეთ.
ამხელა მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ და არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი. თქვენ ინვესტორივით კი არ გვექცევით, გვექცევით როგორც ოჯახის წევრივით. ასეთი განწყობა განსაკუთრებულია და ეს ყველას ეხება საქართველოში. ყველა ქართველი ასე ექცევა ყველა სტუმარს. როდესაც 40-წლიანი გამოცდილებით მოდის კომპანია ქვეყანაში, ამ 40 წელში იყო შეცდომებიც და წარმატებები, მაგრამ ძალიან დავხელოვნდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს მთელი გამოცდილება მოგვაქვს საქართველოში“, - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.