„Trammo Inc." - ის ვიცე-პრეზიდენტი ვილდან ბეკიროვი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
ამერიკული სავაჭრო კომპანია „Trammo Inc."-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვილდან ბეკიროვი „თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით მეხუთე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. ბეკიროვი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი"
ვილდან ბეკიროვი ამერიკული სავაჭრო კომპანიის „Trammo Inc."-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. ბეკიროვმა "Trammo Inc."-ში კარიერა 1996 წელს დაიწყო და ტოპ-მენეჯმენტში რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც პირველად 2015 წელს ჩატარდა, ქმნის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც ფორუმის მონაწილეები გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. წლევანდელ ფორუმში 2000-მდე დელეგატი, მათ შორის, მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, წამყვანი გლობალური კომპანიები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ამ მასშტაბის პროექტში საქართველოსა და ფორუმში მონაწილე სხვა სახელმწიფოების აქტიური ჩართულობა ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.
სხვა სიახლეები
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
15.08.2026.19:03
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია.
კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითიმიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.
ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპიური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზემორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.