ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.
სტიქიის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის სპეციალისტები და სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები. მიმდინარეობს ვითარების მუდმივი მონიტორინგი.
სხვა სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
27.11.2026.08:31