მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

news image
mbc image

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები და საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი გზის სავალი ნაწილი, გვერდულები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ღარები, წყალგამტარი მილები და გაბიონის კედელი. ასევე, დამონტაჟდება შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.6 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო

25.08.2026.15:34

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა