მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება - ფინანსთა სამინისტრო

news image

წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა შემოსავლიანობის (yield) ორ ეტაპად შემცირება და მისი შესაბამისი ვადიანობის არსებული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასთან პრაქტიკული გათანაბრება. ამასთან, მთელი პროცესის განმავლობაში არარეზიდენტი ინვესტორების ძალიან მაღალი ინტერესი შენარჩუნდა და მოთხოვნამ 850 მლნ ლარს მიაღწია.

5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.

ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე.

არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.

აღნიშნული გამოშვება მიზნად ისახავდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებას, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების დანერგვით და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მაღალმოცულობიანი ტრანზაქციის შეთავაზებით. გამოშვება, ასევე, მიზნად ისახავდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორის დაინტერესებას და ინვესტორთა ბაზის მეტ სტრუქტურულ დივერსიფიკაციას. ტრანზაქციის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ დასახული მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სინდიკაცია განხორციელდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით გათვალისწინებული წლიური წმინდა ზრდის (1.8 მილიარდი ლარი) ფარგლებში და არ გამოიწვევს ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვას და საშინაო ვალის დამატებით ზრდას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

28.05.2026.17:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა" და ,,ქუთაისის აეროპორტის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 170 240 ევრო და 200 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 1 076 582 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ჯარიმა, საერთო ჯამში -107 658 ლარი შეეფარდათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა