მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი - ნათია თურნავა აშშ-ში ვიზიტს აფასებს

news image
mbc image

ყველგან, სადაც კი გვქონდა შეხვედრა, საუბარი იყო პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.

ქართული დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებთან.

„პირველ რიგში, გამოვყოფ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან. მათთან შეხვედრებისას წინ არის წამოწეული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და ამისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან კარგ პლატფორმას გვთავაზობს.

საუბრები გვქონდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის როლზე, რაც ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევამ - ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. მისასალმებელია საყოველთაო შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით, რეფორმირებული სტრუქტურებით, გამჭვირვალობით და მაღალის ხარისხის ინფრასტუქტურით, რომელიც მზად არის მიიღოს დამატებითი ტვირთები, გაწიოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და რაც მთავარია, წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი ინვესტორი მომავალში აირჩევს საქართველოს იმისთვის, რომ აქ დაფუძნდეს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან ერთად ამერიკული საინვესტიციო კომპანიების J.P. Morgan-სა და Bank of America-ს ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გლობალურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ფონდებთან. ვესაუბრეთ მათ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე, ჩვენს სიძლიერეზე. წარმოვაჩინეთ თუ რატომ არის მიმზიდველი მათთვის საქართველოში ინვესტირება. რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი მათი მხრიდან და ეს დადასტურებულია კიდეც იმ არსებული ინვესტიციებით, მათ შორის, საფინანსო ბაზარზე, რაც უკვე განხორციელებულია საქართველოში. ინვესტორთა მხრიდან ინტერესი კვალავაც მზარდია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩემს კოლეგასთან, გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საწინდარია და მნიშნველოვანია ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

13-18 აპრილს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ცენტრალური ბანკირები და ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. განიხილავდნენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის თემებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10.06.2026.18:13

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა