მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.

26 სექტემბერს, 03:00 საათზე, ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება გეგმის შესაბამისად შეწყდა. სისტემის დაცლის შემდეგ, 06:00 საათზე, მოქმედი მაგისტრალის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოები, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. გეგმის მიხედვით, უშუალო გადაერთების სამუშაოები დაახლოებით 24 საათს გასტანს.

გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. წყალმომარაგების სრულად აღდგენა 27 სექტემბერს, 15:00 საათამდე იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მშენებარე ახალი ხიდის გამო, რომლის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის. მის გადასატანად ახალი მილი მოეწყო და ახლა მოქმედი ქსელი სწორედ მასზე ერთდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” კოორდინაციით, სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს უწევს. პროცესის შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგულარულად მივაწვდით.
კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული - ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით, მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ | ვილი სანიოლი

26.09.2026.23:29

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.

„ძვირფასო საქართველო,

გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.

მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.

მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით", - წერს ვილი სანიოლი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა