წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს.
სოფლების მოსახლეობას ამ დრომდე სასმელი წყალი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოდან, წეროვანსა და გოროვანში მცხოვრები მოსახლეობა პირველად ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.
პროექტის ფარგლებში აშენდა სატუმბო სადგური, შემკრები რეზერვუარი და 500 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი, ხოლო არსებულ რეზერვუარებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო 26 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი, ოთხი ახალი ჭაბურღილი და საქლორატორო.
ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საბოლოო სამუშაოები, რის შემდეგაც ახალი ინფრასტრუქტურა სრულად შევა ექსპლუატაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.