მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცესკოს განცხადება საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

news image
mbc image

ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთოს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთოს რეზოლუცია.

ეუთოს რეზოლუციაში, ისევე როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ გარკვეული სახის დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე. აქვე უნდა ითქვას, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ცხადად ვნახავთ, რომ დარღვევებზე/ხარვეზებზე საუბარი ყველგან გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ისინი არ ახდენდნენ გავლენას არჩევნების შედეგებზე. საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია მთავარზე - ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და არჩევნების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ, მედიის საშუალებით, თავადაც ნახა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება ეუთოს ასამბლეაზე, რომ მოსახლეობის ნება ასახულია არჩევნების შედეგში.
ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს.

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებენ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ეუთოს ანგარიშებით სპეკულაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად რამდენიმე დღის წინ ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლითაც ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ქალბატონი ლომჯარია აღნიშნულ არჩევნებს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა" სახელით აკვირდებოდა, რომელმაც არჩევნების შემდგომ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა. მისიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ამ არჩევნებზე მრავალჯერად ხმის მიცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ასეთ მძიმე ბრალდებებს თან ახლდეს დამაჯერებელი და გადამოწმებადი მტკიცებულებები, რასაც ამ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი და ვერც ექნებოდა. შესაბამისად ფაქტია, რომ მათი, როგორც სადამკვირვებლო მისიის ქმედება ცდება ობიექტური შეფასების ფარგლებს და ემსახურება არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად. ამავდროულად, მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას. საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა