მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„წიგნი არის… სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული“ - კოკო როინიშვილი „ჩაინიშნე საკითხავის“ კამპანიაზე

news image
mbc image

ყოველი ახალი წიგნი ახალ სამყაროს გვაცნობს, რომელშიც ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ, ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ და საინტერესო იდეები აღმოვაჩინოთ, რომელიც დაგვეხმარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ეს მოგზაურობა სრულიად განსხვავებული ხდება, როდესაც მასში მეგზურობას გამოცდილი მკითხველები და კითხვის მოყვარულები გვიწევენ.

ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკის კამპანიას „ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, საქართველოს ბანკმა კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.

„მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში საკუთარი კომენტარები დატოვეს, საყვარელი ადგილები მონიშნეს და შთაბეჭდილებები გააზიარეს. მათ შორის ერთ-ერთი კოკო როინიშვილია, მან კამპანიის ფარგლებში ჰარპერ ლის წიგნი „ნუ მოკლავ ჯაფარა“ შეარჩია.

„ეს არის ჰარპერ ლის მართლაც რომ გენიალური ნაწარმოები „ნუ მოკლავ ჯაფარას“... რომელიც საკუთარ თავში ბევრ თემას აერთიანებს, ბევრ საინტერესო ხაზს... და ჩემთვის, პირველ რიგში, ალბათ ეს არის მორალის და ეთიკის ბრძოლა უსამართლობასთან“, - ამბობს კოკო როინიშვილი.

კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკებში განთავსდა. რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს 10 რეგიონში არსებული 23 იდეათეკის 14 000-ზე მეტ ვიზიტორს, ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნების სფეროს მათთვის საყვარელ წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს.

„პირველად ეს წიგნი რომ წავიკითხე, ალბათ, 12-14 წლის ვიყავი... ისე ჩამითრია, როგორც კარგი დეტექტიური საკითხავი ჩაითრევს ხოლმე ადამიანს. როდესაც მეორეჯერ წავიკითხე, უკვე დიდი ვიყავი და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ხელში. ეს იყო პერიოდი, რასაც ალბათ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში გადის - აი, ცოტა მძიმედ რომ ხარ, ცოტა უგუნებოდ, ცოტა მელანქოლიურად... თუმცა, როცა მესამეჯერ წავიკითხავ, ალბათ ბევრ ისეთ რაღაცას თავიდან აღმოვაჩენ, რაც ვიცი, მაგრამ ჰარპერ ლი დამეხმარება, რომ ამ ყველაფერს სახელი დავარქვა“, - აღნიშნავს კოკო როინიშვილი.

კითხვის მნიშვნელობაზე საუბრისას კოკო როინიშვილი ამბობს, რომ ეს არის ფანტაზიის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება.

„კითხვა ავითარებს ფანტაზიას. ფანტაზიას, რომელიც აქვს ყველას. ეს ისეთი რამ არის, რაც მართლა ყველას აქვს, უბრალოდ, ზოგს არ აქვს ჯერ საკუთარ თავში აღმოჩენილი.

საბოლოოდ კი ამბობს, რომ წიგნი ერთგული მეგობარია. სივრცე - ახალი აღმოჩენებისთვის.

„წიგნი არის შენი ერთგული მეგობარი, განმარტოების საშუალება და სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული“.

საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ის ვებგვერდსა და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ლოკაციაზე).

კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა