წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი
წინანდლის კლასილური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდალის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ კომანია Coca-Cola Bottlers Georgia პირველად არის ფესტივალის პარტნიორი.
2025 წლის სეზონს პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკსტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს.
წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ანდრას შიფი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კანტანი, ნიკოლაი ლუგანსკი, და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი.
წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში პირველად მიიღებს მონაწილეობას იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად წელსაც ესტუმრება ფესტივალს.
წინანდლის ფესტივალის მთვარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. დამწყებ მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან მუშაობის უნიკალური გამოცდილება მიიღონ .
დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება პაბლო ფერანდესი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც დირიჟორი დანიელ ბლენდალფი პირველად უხელმძვანელებს. მალერის პირველი სიმფონიით ფესტივალის მეშვიდე სეზონი საზეიმოდ დაიხურება.
დაარსების დღიდან წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებაში და საერთაშორისო დონეზე აღიარებაში. სილქნეტი 2019 წლიდან წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს, მსოფლიოში სახელგანთმულ მუსიკოსებს, კლასიკური მუსიკის შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობას და ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.
წელს წინანდლის ფესტივალს შემოურთდა მრავალი წლის განმავლობაში სილქნეტის საქმიანი პარტნიორი, სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია გაიღო ფესტივალის მხარდასაჭერად და გახდა ფესტივალის გენერალური პარტნიორი. განსაკუთრებით სასიხარულო და დასაფასებელია, რომ კორპორაციამ გამოთქვა სურვილი გახდეს ფესტივალის გრძელვადიანი პარტნიორი და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად მხარი დაუჭიროს რეგიონში კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მათ შემოქმედებით ზრდას.
თიბისი კონცეპტი, პირველივე წლიდან ღონისძიების გენერალური პარტნიორია, იზიარებს ფესტივალის დამფუძნებლების ხედვას და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციით ხელს უწყობს ამ გამორჩეული პროექტის წარმატებას.
წელს წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერთა სიას კვლავ შეურთდა კომპანია კოკა-კოლა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ქართული მსმენელისთვის საყვარელი მომღერლების, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის კონცერტს წარადგენს.
2025 წლის სეზონს შემოურთდნენ კომპანიები: ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი და მასტერქარდი, მეტროპოლი
ფესტივალი მადლიერია ყველა მხარდამჭერის და სპონსორის, ვინც უკვე 7 წელია შესაძლებელს ხდის ამ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ჩატარებას.
2025 წლის წინანდლის ფესტივალის წარმდგენია: კომპანია სილქნეტი
გენერალური პარტნიორიები: თიბისი კონცეპტი, ჰუავეი
მხარდამჭერები: ლექსუსი, მასტერქარდი, ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი, ვისოლი
სპონსორები: ანაგი ქოლაბი, მეტროპოლი, კოკა-კოლა, თურქეთის ავიახაზები, იტალიის საელჩო, სტეინვეი & სანს, ლოქსიტან ჯორჯია,
მედია პარტნიორები: ევრონიუს ჯორჯია, ნეშენალ ჯეოფრაფიკ საქართველო, ბილბორდ ჯორჯია, რადიო ფორტუნა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.