მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 კაცი - საქსტატი

news image
mbc image

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია, აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში. საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები - სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება | ლევან ჟორჟოლიანი

06.10.2026.12:01

კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ჩვენს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყნის ეროვნული გარემოებები განსხვავებულია, მრავალი რისკი, რომლის წინაშეც ვდგავართ, საერთოა და პრაქტიკულ, კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა  ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირებისთვის. 

„მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები. სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი - უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა ამ საკითხს ანიჭებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის კოორდინაციასა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ეფექტიან ჩართულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. გვჯერა, რომ გაუმჯობესებული მონიტორინგი, უფრო ზუსტი პროგნოზირება და დროული გაფრთხილება გადამწყვეტია რისკების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და კატასტროფის დადგომამდე ეფექტიანი რეაგირებისთვის", -  აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
 
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც მწვანე კლიმატის ფონდთან მრავალწლიანმა პარტნიორობამ მოიტანა.
 
„შეიქმნა 150 ახალი მონიტორინგის სადგური, 11 მეწყერსაშიშ ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა. საერთაშორისო მხარდაჭერას მაქსიმალური შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას ახლავს მტკიცე ეროვნული ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და თანმიმდევრულად აუმჯობესებს მონიტორინგის ინფრასტრუქტურას, პროგნოზირების შესაძლებლობებსა და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმებს", -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 
 
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი და GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დირექტორი თომას ერიქსონი. 
 
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა