წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.
სამუშაოები 2026 წლის 06 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
06.07.2026.17:26
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 16 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს კარგონი და შპს ფიტოტესტერი გახდნენ.
• შპს კარგონი - სტარტაპი ქმნის ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ტვირთის გამგზავნებისა და გადამზიდავების ერთმანეთთან, ერთ სივრცეში დაკავშირება, სატვირთო გადაზიდვების პროცესის გაციფრულება, გამჭვირვალობის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია. https://cargon.com/ka/
• შპს ფიტოტესტერი - სტარტაპი ქმნის ინოვაციურ, აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ მცენარეთა ელექტრული სიგნალების საზომ პორტატულ მოწყობილობას.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.
ინოვაციური სტატუსის მქონე სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე - https://innovationstatus.gov.ge/ka/awarded-companies