მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა" გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა" გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები, რაც დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში" და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას" ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი.

„საქართველოს ფოსტაში" გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა" გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა" გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში" და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას" ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან", ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის" შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, „საქართველოს ფოსტა" გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან „საქართველოს ფოსტამ" წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

07.10.2026.12:02

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 864 კაფსულა ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა "Pregabalin" 100 აბი ,,Poxakim", 200 კაფსულა ,,Nopaintin", 180 აბი ,,Clonazepam-Sobhan" და 330 კაფსულა ,,Gabax".

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა