მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

წლის ბოლომდე ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა შესაძლოა 100-მდე გაიზარდოს - GITA თავმჯდომარე

news image
mbc image

2026 წლის ბოლომდე ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა შესაძლოა 100-მდე გაიზარდოს, ხოლო 2030 წლისთვის მიზანი უკვე 2000-მდე სტარტაპის მიღწევაა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გააკეთა. მისი თქმით, სტრატეგია მოიცავს როგორც ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებას, ისე საერთაშორისო სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოში მოზიდვას, რაც ეკონომიკაში ინოვაციური სექტორის როლის ზრდას და გლობალურ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

„გვაქვს დროში გაწერილი გეგმა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ქვეყანაში და ქართულ მთლიან შიდა პროდუქტში ინოვაციური კომპანიების რაოდენობა და როლი. რვა რაღა თქმა უნდა ძალიან კარგი ციფრია საწყის ეტაპზე, თუმცა ჩვენ მაგალითად იგივე წლის ბოლოს დაახლოებით ვფიქრობთ, რომ 100 სტარტაპამდე შეიძლება ავიდეს ის რაოდენობა, რომელიც მიიღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს - ვსაუბრობთ 2026 წელზე ამ შემთხვევაში.

2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს ბევრად ამბიციური გეგმები, ოღონდ ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ასე ვთქვათ ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს ასევე რეგიონალური სტარტაპების და საერთაშორისო სტარტაპების ქვეყანაში მოზიდვას. იქიდან გამომდინარე, თვითონ ინოვაციური ბიზნესის თავისებურება არის, რომ გლობალური პროდუქტი შექმნა, ჩვენ საქართველოს მთავრობა ვქმნით სწორედ ისეთ გარემოს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის საერთაშორისო სტარტაპებმა, რომ გადმოიტანონ ოფისი საქართველოში, როგორც მაგალითად საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, IT კომპანიებმა დღეს უკვე გააკეთეს. აქ განახორციელონ კვლევები და განვითარება, აქ შექმნან ინოვაციური პროდუქტები და აქედან გაიტანონ. და შესაბამისად ჩვენი ამოცანა არის, რომ 2000-მდე ასე ვთქვათ გაუტოლდეს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები. აქ იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპ კომპანიები და ასევე უცხოელების ტალანტის მოზიდვა, უცხოური სტარტაპების მოზიდვა, ქართული კომპანიების შექმნა საქართველოში, ადამიანების დასაქმება და მათი ინოვაციური პროდუქტის გატანა საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.10.2026.15:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა