მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები VASP-ების მიმართულებით - ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ | ვახტანგ შურღაია

news image
mbc image

წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები VASP-ების მიმართულებით - ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.

„წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები VASP-ების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ დარეგულირდა მეტად, მეტად ფინანსური ვალდებულებებიცაა კომპანიებში და ამ მიმართულებით, ალბათ, იქნება ბევრი მსხვილი მოთამაშე, გამოჩნდება.

ასევე, მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს ბიზნესს და ესეც წაადგება, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

24.11.2026.14:44

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად, რომლის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარი ეკონომისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მცირე ღია ეკონომიკის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამოწვევების, საბანკო სისტემის ტრანსფორმაციის და კაპიტალის ბაზრის გაღრმავების საკითხებზე სამეცნიერო კვლევების წახალისება.

კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ შესაბამისი პროფილის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე იმ პირებს, რომლებმაც ხარისხი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიპოვეს.

კონკურსი სამ ნომინაციას მოიცავს:

  • მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები;
  • საბანკო სექტორის ტრანსფორმაცია;
  • კაპიტალის ბაზრის გაღრმავება.

კონკურსის თანდართულ შინაარსობრივ და ტექნიკურ პირობებში განსაზღვრულია კვლევითი თემების საორიენტაციო ჩამონათვალი ნომინაციების აღნიშნული სამი მიმართულების მიხედვით. 

საკვლევი ნაშრომები ფოკუსირებული უნდა იყოს მცირე ღია ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და რისკების ანალიზზე. სასურველია, კვლევაში საქართველოს ეკონომიკის მაგალითის განხილვა, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და შედარებითი ანალიზის გამოყენებით.

ნაშრომი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს საკვლევ პრობლემასა და კვლევის მიზანს, ეფუძნებოდეს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს, უნდა ასახავდეს ავტორის დამოუკიდებელ მიგნებებსა და არგუმენტირებულ დასკვნებს. 

კვლევის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4000-6000 სიტყვას. ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კონკურსის შინაარსობრივი და ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეირჩევა ის ნაშრომები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „მონეტარული ეკონომიკა“ გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის სამი საუკეთესო კვლევა გამოვლინდება.

კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის ჯილდოს მიიღებენ და სებ-ში კვლევისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

კვლევითი ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 1 აპრილი. ავტორებმა სტატიები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა