წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში ჩატარდება
რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემების გაერთიანების მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი წელსაც ბრუნდება, ამჯერად ბევრად მეტი სტუმრით, ლოკაციით და აქტივობით, ვიდრე გასულ წელს. სამი დღის განმავლობაში, 19-21 ივნისს, დედაქალაქი 10,000-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს მიიღებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეზიაროს ყველა იმ ახალ ცოდნას, რაც დღეს ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა სფეროსთან გადაკვეთით იქმნება.
მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდი მთავარ ღონისძიებას 20 ივნისს Factory Tbilisi-ში ჩაატარებს. აქ იქნება ფესტივალის სტუმრების, საერთაშორისო პრესისა და მსოფლიოში გავლენიანი ინვესტორების ყურადღების უდიდესი წილი კონცენტრირებული, რადგან ყველაზე პრესტიჟული სპიკერები ,,კოკა-კოლას’’ ყოფილ საწარმოში სწორედ ამ დღეს ისაუბრებენ. 20 ივნისის ღონისძიებაზე კონფერენციების პარალელურად სხვა სივრცეებიც იქნება მოწყობილი, სადაც სტუმრებს უნიკალური გამოცდილებების და ახალი პროფესიული კავშირების შეძენა შეეძლებათ.
რატომ Factory Tbilisi?
თბილისის არქიტექტურული რეტროსპექტივა შეუძლებელია ,,კოკა-კოლას” ყოფილ საწარმოზე საუბრის გარეშე. ლოკალური ურბანისტიკის ტენდენცია, რაც ძველი ნაგებობების ახლებურ გადააზრებას გულისხმობს, ამ შენობასაც შეეხო, რის შედეგადაც ის ქალაქის ერთ-ერთ მზარდ კულტურულ ცენტრად იქცა.
Factory Tbilisi-ს მიმზიდველად ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მასშტაბიც აქცევს. საუბარია 17 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მულტიფუნქციურ სივრცეზე, რაც იდეალური აღმოჩნდა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ის ჩასატარებლად.
,,წელს ჩვენი მოძრაობა უპრეცედენტო მასშტაბზე გადის. სპიკერები, ინდუსტრიები, სტუმრები, აქტივობები – თითქმის ყველაფრის ციფრი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, გვჭირდებოდა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებოდათ ახალი ცოდნის მიღების, ნეთვორქინგისა და გართობის საშუალება. Factory Tbilisi-ს დიდი ფართობი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს: სივრცე დავყავით პავილიონებად, რაც თავის მხრივ კონცეპტუალურ სცენებს და შესაბამის ზონებს აერთიანებს. გლობალ ტექ ვიქენ თბილისის მრავალფეროვნებამ მოგვცა საშუალება, კულტურული ჰაბი სრულად აგვეთვისებინა.” – ამბობს მარიამ ჭიკაძე, GTWT2026-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სივრცეში ნავიგაციისთვის ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ სპეციალურად მომზადებულ რუკას, რომელიც ყველა პავილიონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აერთიანებს.
ხუთი სცენა, 200-ზე მეტი სპიკერი
Factory Tbilisi-ში 20 ივნისს სტუმრებს ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული სცენა დახვდებათ, სადაც სპიკერები პირად პროფესიულ გამოცდილებებზე საუბრით წარმოადგენენ ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა: Nike, Meta, Google, Netflix, Monday.com, Dolce & Gabbana და სხვა. უფრო კონკრეტულად, სცენები შემდეგნაირად არის განაწილებული:
STAGE W: „ვორლდ-ბილდინგს“-ისა და ტექნოლოგიების სცენა
ეს სცენა გამორჩეული იქნება ლიდერობის გაკვეთილებითა და გამოცდილების გაზიარებით, სადაც ინდუსტრიის ვეტერანები ჰყვებიან, თუ რა გამოწვევების გადალახვაა საჭირო მასშტაბური ბიზნესის შესაქმნელად და განსავითარებლად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
STAGE T: სტარტაპების სცენა
ადგილი სტარტაპების დამწყები დამფუძნებლებისთვის, სადაც შესაძლებელია პროექტის პიტჩინგი და ვენჩურულ კაპიტალთან წვდომაც გახსნილია. აქ ვნახავთ როგორც სხვადასხვა თემატიკის keynote გამოსვლას და პანელურ დისკუსიას გამოცდილი პროფესიონალებისგან, ისე დამწყები მეწარმეების პრეზენტაციებს. ისინი გამოიყენებენ გლობალ ტექ ვიქენდზე მოპოვებულ უნიკალურ შანსს და თავიანთ პროექტებს მსოფლიო კლასის ინვესტორებს წარუდგენენ.
STAGE F: მომავლის ინოვაციების სცენა
ეს სცენა ფოკუსირებული იქნება ლიდერშიფის, ფინტექის, უძრავი ქონებისა და web3 ინდუსტრიების განვითარებასა და ტენდენციებზე. Keynote მოხსენებები და Fireside საუბრები აქ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის იქნება, რაც სტუმრებს თავიანთ სფეროებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის საჭირო ცოდნას გაუზიარებს.
STAGE G: გლობალური სცენა
ფესტივალის მთავარი სცენა, სადაც სტუმრებს გლობალური გამოცდილებების გაზიარება შეეძლებათ. აქ გაიმართება მთავარი შეჯიბრებები (Startup Battles), საინვესტიციო კონტრაქტების გაფორმება და Keynote მოხსენებები მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრენდების წარმომადგენლებისგან. სცენა შექმნილია იმისთვის, რომ აუდიტორიამ საერთაშორისო ტექნოლოგიური პულსი კარგად შეიგრძნოს და მიიღოს შთაგონება, რომელიც დიდ ხანს გაჰყვება.
თეატრის სცენა
ადგილი, სადაც მოისმენთ საუბრებს დიზაინზე, კრეატიულ ეკონომიკაზე, ადამიანის ფსიქოლოგიასა და იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები კულტურის სხვადასხვა სფეროში. ეს არის სცენა შთაგონებისთვის, არაფორმალური საუბრებისთვის და კულტურული კვლევებისთვის.
გამომსვლელების სრული სია და პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დამატებითი აქტივობები კონფერენციებს შორის
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისზე დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალური შეხვედრების სივრცეებს – ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ სწორედ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს შორის არსებული პროფესიული ქსელის გაფართოებაა. სწორედ ამ მიზეზით Factory Tbilisi-ს სექტორებად დაყოფილ პავილიონებში სხვადასხვა გასართობი და მოსასვენებელი ზონა მოეწყობა.
მაგალითად, ტექნოლოგიურ სცენასთან ახლოს მოწყობილი იქნება როგორც ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა, ისე ღია პოდკასტ სტუდია, სადაც სტუმრები საკუთარი საუბრის აუდიო ეპიზოდად ჩაწერას და გადმოტვირთვას შეძლებენ. შთაგონების მისაღებად და სახელოვნებო გამოცდილებებისთვის, ამ ორ ზონას შორის იქნება თანამედროვე არტ ინსტალაციები და ექსპო-ზონებიც. მოსასვენებლად სტუმრებს შეეძლებათ გარეთ, სიმწვანეში გავიდნენ და იქვე ყავა, ან ცივი კოქტეილი მიირთვან. პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველები შეძლებენ გლობალურ სცენასთან ახლოს ვორქშოფების ზონაში შეხვდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. ეს 20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია, ადგილზე მისულ სტუმრებს იქ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელით.
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 გაიმართება 19 და 21 ივნისსაც – ამ დღეების სრულ პროგრამას მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.
თუ თქვენც გსურთ მიიღოთ გამოცდილება, რომლის შესახებაც დიდხანს ისაუბრებთ, მოასწარით ბილეთის შეძენა სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live
20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განახლებადი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:
სხვა სიახლეები
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ცვლილებები შევიდა
18.06.2026.12:06
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, არსებული ნორმატიული ჩანაწერის საფუძველზე, კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ წარმოიშობოდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონცენტრაციაში უშუალოდ მონაწილე პირისა და მისი მაკონტროლებელი
ან/და მის კონტროლს დაქვემდებარებული პირების ერთობლივი შემოსავლები არ აკმაყოფილებდა წესში მითითებული ერთობლივი შემოსავლების ზღვრულ მაჩვენებლებს, თუმცა იმავე მაკონტროლებელი სუბიექტის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ეკონომიკური აგენტის/აგენტების ერთობლივი შემოსავლები აღემატებოდა წესით განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებლებს.
იმ მიზნით, რომ აღნიშნულ ჩანაწერს სრულად მოეცვა კონცენტრაციების კონტროლის მიზნებისათვის კონტროლის მომპოვებელი ან/და სამიზნე ეკონომიკური აგენტის ჯგუფში შემავალი ეკონომიკური აგენტები და მეტად გაეზარდა კონცენტრაციების კონტროლის ეფექტურობა, ცვლილებით განისაზღვრა, რომ კონცენტრაციაში მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება იმ ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლებიც, რომლებიც არიან კონცენტრაციაში მონაწილე პირის მაკონტროლებელი პირის კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტები.
განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასევე წესის თანახმად განისაზღვრა კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე. აგრეთვე, წესს დაემატა კონცენტრაციის მხარესთან/მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა და მისი ჩატარების პროცედურები.