მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცოდნისგან დაღლილი ტვინი არ არსებობს - გიორგი ხუბუა

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ისე სახელმწიფო უწყებებთან. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა, KIU საკმაოდ გახსნილი უნივერსიტეტია, რომელიც რეალურ პროექტებზე დაფუძნებული მიდგომით ახორციელებს საქმიანობას. 

„ჩვენი მიდგომა არის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გახსნილი იყოს. დავიწყეთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა სებ-თან, სწორედ რეალურ პროექტზე დაფუძნებული მიდგომით. ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან, საქპატენტთან ერთად განვახორციელებთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ასევე მოიცავს ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით კულტურის განვითარებას. არსებითად ჩვენ მოგვიწევს და აუცილებლად უნდა შევცვალოთ ზოგადად ეს დამოკიდებულება. მეწარმეობა ნიშნავს, რომ სტუდენტს რისკის ელემენტი ასწავლო, ასწავლო მას, რომ წარუმატებლობა ეს არ არის დიდი უბედურება, ესეც ერთ-ერთი გამოცდილებაა. და რაც მთავარია დავანახოთ სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორს, დამსაქმებელს, რომ უნივერსიტეტს შეუძლია კარგი პარტნიორობა გაუწიოს მათ.

უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსების შეთავაზებას, სწორედ ლიდერობის, კომუნიკაციების უნარ-ჩვევების გაძლიერების თვალსაზრისით. დღეს უნივერსიტეტმა სტუდენტი უნდა მოამზადოს ცვლილებებისათვის და არა ისეთი ილუზია შეუქმნას, რომ მე მზა რეცეპტებს გასწავლი და შენ მერე სიცოცხლის ბოლომდე გამოგადგება. სტუდენტს უნდა ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, რომ მერე უკვე შეცვლილ სიტუაციაში მაქსიმალურად ადვილად მოახდინოს ადაპტირება და მიიღოს ჩვენგან არა ინფორმაცია, არამედ ცოდნა. უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ცოდნა. ინფორმაციის მისაღებად აუცილებელი არ არის მოხვიდე უნივერსიტეტში. ცოდნის მიღება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია და არც ცოდნის მიღებისგან იღლება ადამიანი. ცოდნისგან დაღლილი ტვინი არ არსებობს. ინფორმაციისგან შეიძლება დაიღალოს. ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაუძლო იმ გამოწვევებს, რომლების წინაშეც თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთული გვაყენებს“, - აღნიშნა გიორგი ხუბუამ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა