თუ არ გაიზარდა ტარიფი, კომპანიები, რომლებსაც მოეთხოვებათ მოსახლეობას და შესაბამისად ბიზნესს მიაწოდონ გამართული სისტემები, მომსახურება ისინი ვერ შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას - გიორგი მირცხულავა
,,თუ შევხედავთ მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებლობიდან გამომდინარე, ეს სწორი ნაბიჯია იმიტომ რომ თუ არ გაიზარდა ტარიფი, კომპანიები რომელსაც მოეთხოვება ეს თელასი იქნება, ენერგო პრო იქნება, საქართველოს სახელმწიფო სისტემა იქნება თუ სხვა, რომ მიაწოდონ მოსახლეობას და შესაბამისად კიდევ ბიზნესს, მდგრადი გამართული სისტემები თავისი მომსახურეობა ისინი ვერ შეძლებენ ინვესტიციების გაკეთებას”, - აცხადებს გიორგი მირცხულავა, კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია დაბალანსდეს მოსახლეობის და კომპანიების ინტერესები, თუმცა თუ არ გაიზრდება ტარიფი გაუარესდება მოწოდებული მომსახურების ხარისხი,
,,შესაბამისად, წლიდან წლამდე ჩვენ უფრო გაგვიუარესდება მათ მიერ მოწოდებული მომსახურეობა და შესაბამისად ხარისხი. ეს ნიშნავს რომ იქნება ბევრი გათიშვები, ეს ნიშნავს რომ იქნება წყლის მოწოდების, ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემები იქნება და ა.შ. შესაბამისად ამ კომპანიებმა უნდა ჩადონ ფული თავიანთ ბიზნესში რაც საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ასობით მილიონი დოლარი არის ჩასადები. იმისათვის რომ მათ ეს გააკეთონ, მათ უკუგება უნდა მიიღონ. აქედან გამომდინარე, ეს არის აუცილებლობიდან გამომდინარე გადასადგმელი ნაბიჯი. ამიტომ ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია და სწორია მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა დგას სასწორზე მოსახლეობა და მათთვის ელექტროენერგიისა თუ წყლის გადასახადის ზრდა, მაგრამ აქ ერთგვარი ტოლობა უნდა დაისვას, რაღაცნაირად დაბალნსდეს. იმიტომ რომ თუ არ ჩაიდო ეს თანხები, თუ არ გაიზარდა ტარიფი, მაშინ ჩვენ მივიღებთ სიტუაციას რომ გვექნება პრობლემები ამ სერვისების მოწოდებაზე”, - ამბობს გიორგი მირცხულავა.
გიორგი მირცხულავას ინფორმაციით, ტარიფის ზრდა დაეფუძნა კომპანიების საჭიროებებს, ხოლო სემეკის გადაწყვეტუკება თავის მხრივ დაეყრდნო სექტორის მხრიდან წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას.
,,ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით რომ თითოეულმა ამ კომპანიამ მიმართა სემეკს რომ საჭიროებიდან გამომდინარე ანუ მათი ქსელების მდგრადობიდან და განვითარებიდან ან თემატიკიდან გამომდინარე, მათ ჭირდებათ კონკრეტული ინვესტიცია რომ შეასრულონ ის ფუნქციები რაც მათ აკისრიათ, თავიანთი ლიცენზიებით და ვალდებულებებით. შესაბამისად, მათ სჭირდებათ დიდი რაოდენობის თანხების მობილიზება და ინვესტიცია. ის არსებული ტარიფი რომელიც დღეს-დღეისობით მათ გააჩნიათ, ფიზიკურად ამას ვერ ეყოფა. აქედან გამომდინარე, სემეკში წარდგენილი იყო საინვესტიციო გეგმა, რა უნდა იყოს ჩადებული, რატომ უნდა იყოს ჩადებული და რა შედეგი იქნება და შესაბამისი ტარიფის კორექცია. სემეკმა ჩემი აზრით, რასაც იზამდა რომ დაადარებდა საჭიროებას, მოთხოვნილებას, ასევე იყო თუ არა ეს [დასახელებული] თანხა საჭირო და რა რაოდენობით უნდა მომხდარიყო ან არ უნდა მომხდარიყო ტარიფის გაზრდა. აი ამ ყველაფრის ერთობლიობის გათვლების შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს ტარიფი დაკორექტირდეს”, - აღნიშნავს გიორგი მირცხულავა.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
05.10.2026.14:29
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.