მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

TUMO-ს სასწავლო ცენტრის მიმართ ინტერესი დიდია - 600 ადგილზე 1500 განაცხადი მივიღეთ | ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

TUMO-ს სასწავლო ცენტრის მიმართ ინტერესი დიდია - 600 ადგილზე 1500 განაცხადი მივიღეთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

„მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა გასულ კვირას, როდესაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა TUMO-ს სასწავლო პროცესი.

მოგეხსენებათ, რომ TUMO არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 20-მდე ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში არის წარმოდგენილი თავისი საგანმანათლებლო პლატფორმებით და საქართველოში პირველად ქალაქ ქუთაისში არის ეს შესაძლებელი. ეს არის ექსკლუზიურად 12-დან 18 წლის ასაკის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და არის ეს სრულიად უფასო და ისინი სწავლობენ ყველა იმ საინტერესო მიმართულებას, რომელიც ბავშვებს ასე აინტერესებს.

11 მიმართულება არის ახლა წარმოდგენილი TUMO ქუთაისში, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან, გაგრძელებული ფოტოგრაფია, მუსიკა, კინემატოგრაფია, ანიმაცია, პროგრამირება, რობოტიკა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბავშვები ირჩევენ პირველად 3 მიმართულებას და ამ მიმართულებით არის როგორც თვითსწავლების მექანიზმი, ასევე ვორქშოპები, სადაც ისინი სწავლობენ ამ საინტერესო მიმართულებას.

რაც ყველაზე მთავარია, ბავშვზე მორგებული პერსონიზებული სასწავლო პროგრამა არის და ყველა ბავშვს თავისი არჩევანის მიხედვით აქვს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა. და გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად საგანმანათლებლო სექტორში ინოვაციები ყველაზე რთულად და გვიან ინერგება, მოგეხსენებათ, რომ, აი, მაგალითად, დღეს განსხვავება, რაცაა საგანმანათლებლო ჩვეულებრივ სკოლასთან, არის, რომ ჩვეულებრივ სკოლაში ყველა ბავშვი სწავლობს ერთნაირად, ერთი და იგივე დრო აქვს მიცემული გაკვეთილის შესასწავლად, ერთი და იგივე მაჩვენებლები უნდა დააკმაყოფილოს ბოლოს, მაშინ განსხვავებით TUMO-ში, სადაც არის ყველასთვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და ბავშვი თვითონ ირჩევს, რა უნდა.

და ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდი ინტერესი გამოიწვია: 600 ადგილზე 1500 განაცხადი გვაქვს, სადღაც ორთვიანი რიგი არის. აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ გადარჩევა არ ხდება, ვინც შემოიტანს, ყველა მოხვდება TUMO-ს სასწავლო პლატფორმაში. უბრალოდ, არის რიგი: ვინც უფრო ადრე შემოიტანს, პირველი მოხვდება ის. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ აქ არანაირი წინსწრებით გადარჩევა არ ხდება, არანაირი წინასწარი მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი არ გვაქვს. მთავარია, მან გამოაცხადოს, იყოს დაინტერესებული, რომ თავად ისწავლოს ამ ყველაფრით და აუცილებლად მოხვდება TUMO-ს სასწავლო პლატფორმაზე.

შუადღის 3 საათზე იწყება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა სკოლასთან რამე გადაკვეთა, ანუ სკოლა არ გვინდა გააცდინოს ამისთვის. აბსოლუტურად სხვა მიმართულებებს სწავლობს აქ და თვითონ ირჩევს, რისი სწავლა უნდა.

ეს არის კრეატიულად რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და სიხარულით მორბიან აბსოლუტურად სკოლა როცა დამთავრდება ბავშვები. და ეს პრივილეგია არის ამ ეტაპზე ქუთაისში, თუმცა გახსნაზე იგივე, ჩვენ TUMO-ს დამფუძნებლები იყვნენ საქართველოში ჩამოსული და მათთან ერთად ვსაუბრობდით მის შესაძლო გაფართოებაზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში", - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image TUMO-ს სასწავლო ცენტრში ბავშვებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამებია - ავთანდილ კასრაძე

12.10.2026.09:51

TUMO-ს სასწავლო ცენტრში ბავშვებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამებია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

„მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა გასულ კვირას, როდესაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა TUMO-ს სასწავლო პროცესი.

მოგეხსენებათ, რომ TUMO არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 20-მდე ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში არის წარმოდგენილი თავისი საგანმანათლებლო პლატფორმებით და საქართველოში პირველად ქალაქ ქუთაისში არის ეს შესაძლებელი. ეს არის ექსკლუზიურად 12-დან 18 წლის ასაკის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და არის ეს სრულიად უფასო და ისინი სწავლობენ ყველა იმ საინტერესო მიმართულებას, რომელიც ბავშვებს ასე აინტერესებს.

11 მიმართულება არის ახლა წარმოდგენილი TUMO ქუთაისში, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან, გაგრძელებული ფოტოგრაფია, მუსიკა, კინემატოგრაფია, ანიმაცია, პროგრამირება, რობოტიკა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბავშვები ირჩევენ პირველად 3 მიმართულებას და ამ მიმართულებით არის როგორც თვითსწავლების მექანიზმი, ასევე ვორქშოპები, სადაც ისინი სწავლობენ ამ საინტერესო მიმართულებას.

რაც ყველაზე მთავარია, ბავშვზე მორგებული პერსონიზებული სასწავლო პროგრამა არის და ყველა ბავშვს თავისი არჩევანის მიხედვით აქვს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა. და გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად საგანმანათლებლო სექტორში ინოვაციები ყველაზე რთულად და გვიან ინერგება, მოგეხსენებათ, რომ, აი, მაგალითად, დღეს განსხვავება, რაცაა საგანმანათლებლო ჩვეულებრივ სკოლასთან, არის, რომ ჩვეულებრივ სკოლაში ყველა ბავშვი სწავლობს ერთნაირად, ერთი და იგივე დრო აქვს მიცემული გაკვეთილის შესასწავლად, ერთი და იგივე მაჩვენებლები უნდა დააკმაყოფილოს ბოლოს, მაშინ განსხვავებით TUMO-ში, სადაც არის ყველასთვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და ბავშვი თვითონ ირჩევს, რა უნდა.

და ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდი ინტერესი გამოიწვია: 600 ადგილზე 1500 განაცხადი გვაქვს, სადღაც ორთვიანი რიგი არის. აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ გადარჩევა არ ხდება, ვინც შემოიტანს, ყველა მოხვდება TUMO-ს სასწავლო პლატფორმაში. უბრალოდ, არის რიგი: ვინც უფრო ადრე შემოიტანს, პირველი მოხვდება ის. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ აქ არანაირი წინსწრებით გადარჩევა არ ხდება, არანაირი წინასწარი მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი არ გვაქვს. მთავარია, მან გამოაცხადოს, იყოს დაინტერესებული, რომ თავად ისწავლოს ამ ყველაფრით და აუცილებლად მოხვდება TUMO-ს სასწავლო პლატფორმაზე.

შუადღის 3 საათზე იწყება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა სკოლასთან რამე გადაკვეთა, ანუ სკოლა არ გვინდა გააცდინოს ამისთვის. აბსოლუტურად სხვა მიმართულებებს სწავლობს აქ და თვითონ ირჩევს, რისი სწავლა უნდა.

ეს არის კრეატიულად რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და სიხარულით მორბიან აბსოლუტურად სკოლა როცა დამთავრდება ბავშვები. და ეს პრივილეგია არის ამ ეტაპზე ქუთაისში, თუმცა გახსნაზე იგივე, ჩვენ TUMO-ს დამფუძნებლები იყვნენ საქართველოში ჩამოსული და მათთან ერთად ვსაუბრობდით მის შესაძლო გაფართოებაზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში", - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა