მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.5
-0.0015
flag
AZN 1.5472
-0.0008
flag
CNY 38.864
-0.0007
flag
EUR 3.0044
-0.0045
flag
GBP 3.5293
-0.0156
flag
KZT 56.15
0.002
flag
TRY 0.0557
-0.0001
flag
USD 2.6301
-0.0014
news banner

უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება

news image
mbc image

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებას, აქ გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რაც ათწლეულებია არ განახლებულა.

თბილისის ვიცი მერმა განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი, GWP-თან და სხვა პროვაიდერ კომპანიებთან ერთად.

„ამ ყველა დაგეგმილ სამუშაოს აუცილებლად შევასრულებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები გვექნება, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის - სებ-ი 13 პროვაიდერის დაჯარიმებაზე

21.07.2026.22:15

სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით Business Insider Georgia-მ სეტალების დასაზუსტებლად ეროვნულ ბანკს მიმართა.

თქვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს, განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს.

გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა