უამინდობის გამო ვიზიტორებისთვის სათაფლია, მარტვილის და ოკაცეს კანიონები 2 დღით დაიკეტა
უამინდობის გამო მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ვიზიტორებისთვის 2 დღით დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებიდან ხდება.
„ძვირფასო ვიზიტორებო, 19 და 20 თებერვალს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ვიზიტორებს ვერ უმასპინძლებს“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო ვიზიტორების მიღება შეაჩერა „ენგური ატრაქციამაც“.
„ვიზიტორების მიღება დღეისათვის შეჩერებულია, მალე დაგიბრუნდებით, - ამის შესახებ „ენგური ატრაქციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.