უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები - მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა | ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე
უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები. მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა და შევა ექსპლუატაციაში ახალი შენობა, რომელიც იქნება შუქურა ჩვენი კამპუსის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას.
ვახტანგ ცაგარელმა ასევე ისაუბრა პროტონული, იგივე ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებაზე და თქვა, რომ აღნიშნული პროექტი დაუბრუნებს საქართველოს ინოვაციების, კვლევებისა და მედიცინის კერის ისტორიულ მისიას.
„აღნიშნული პროექტი დაუბრუნებს საქართველოს ინოვაციების, კვლევებისა და მეცნიერების კერის ისტორიულ მისიასა და როლს და გააჩენს მას მსოფლიო აკადემიურ, სამედიცინო, ტექნოლოგიურ რუკაზე“, - განმარტა ცაგარელმა.
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
14.07.2026.20:14
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).