მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია

news image

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბიზნეს სექტორსა და აკადემიურ წრეებთან ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, კვოტირების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა 19-ვე უნივერსიტეტთან და საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, რის შედეგადაც უმეტეს შემთხვევაში შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„პირველ ნაწილში, ბიზნესის ნაწილში უნდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. თქვენ იცით, რომ მასში თავმოყრილია ყველაზე უფრო მსხვილი ბიზნესი. ასევე ვუსმენთ აბსოლუტურად ნებისმიერ მიმართულებას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ შრომითი ბაზრის ნაწილთან დაკავშირებული კვოტირება განვსაზღვროთ. რაც შეეხება აკადემიურ სექტორს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ შევხვდით 19-ვე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს. ასევე მინისტრთან ერთად ჩვენ გვაქვს გასვლითი და რეგიონულ უნივერსიტეტებში - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ყველგან ნამყოფი ვართ და ხვალ ვიქნებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მეორე საკითხი. ასევე თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გვქონდა ყველასთან შეხვედრა აბსოლუტურად, ძირითად მათგანთან უშუალოდ მე მქონდა და თქვენ იცით, რომ სამუშაო ჯგუფები გვაქვს ცალ-ცალკე შექმნილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირდაპირ შეხვდა თავად მინისტრი და შესაბამისად ამ ნაწილში გამორიცხულია, რომ რაიმე ყოფილიყო. ძალიან ბევრი დრო იკარგება არასაგნობრივ დისკუსიებზე, პოლიტიკურ განცხადებებზე და აბსოლუტურად უაზრო გამოსვლებზე, სადაც საქმიანი დიალოგის ნაცვლად არის რაღაცა ტიპის პოლიტიკური განცხადებები.

მაგალითისათვის გეტყვით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს აკადემიურმა სექტორმა ითხოვა, რომ მომხდარიყო კვოტირებების დაზუსტება, რაზედაც რა თქმა უნდა მთავრობამ მზაობა გამოთქვა. ესეც ნათელი მაგალითია იმისა, იგივე გაერთიანების ნაწილშიც რამდენად ვუსმენთ ჩვენ ამ სექტორს და პლიუს ამას კვოტირებების დაზუსტების ნაწილში ნახეთ, რომ მთავრობამ შესაბამისი ცვლილებებით დააზუსტა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მათ შორის მოხდა ზოგიერთზე კვოტირების მომატება, ზოგიერთზე კვოტირების შემცირება მათივე უნივერსიტეტის მოთხოვნიდან გამომდინარე, არცერთ მთავრობას არანაირი შემცირება არ მოუხდენია, უბრალოდ გაზარდა. იმ პერიოდისთვის, სამწუხაროდ, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა აირჩია რაღაც დესტრუქციული ქმედებები და შესაბამისად დაკარგა ის საქმიანი პერიოდი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო კონკრეტული პროგრამების დადარება, იმიტომ რომ გადავიდა რაღაც პოლიტიკურ და არასაგნობრივ დისკუსიაზე.

შესაბამისად, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აბსოლუტური უმრავლესობის ნაწილში მიღწეულია სრული შეთანხმება, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ აგრარული, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მიმართულებები იქნას გადატანილი და ჩვენ მივიღოთ სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ იცით ჩვენი წარსული, რომ რეალურად ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ აგრარული მიმართულებები განავითაროს, აგრარული სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვსარგებლობთ ამ რეფორმის პერიოდით და ძალიან გვინდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დამატებითი სტიმულაცია მივცეთ და ამისათვის ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უზარმაზარი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადავიტანოთ და გავუზიაროთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც“, - აღნიშნა   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერების საკითხზე მიმდინარე დისკუსიის ფონზე, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ახალი მიმართულებების დამატება საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება. მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, საუბარია იურიდიულსა და ეკონომიკის პროგრამებზე.

„პირდაპირ განვაცხადეთ, თქვენ იცით სამინისტრომ, მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის პირველივე ქმედებებისთანავე ჩვენ მზად ვართ, რომ დავამატოთ როგორც იურიდიული ფაკულტეტის მიმართულება ყველა თავისი პროგრამით, ეკონომიკის და ყველა ნაწილში. ამიტომ ამ ნაწილში მე მგონი სპეკულაციები სრულიად ზედმეტია. აბსოლუტურად, აბსოლუტურად“, - აღნიშნა გაბისონიამ.

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება

24.04.2026.13:12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.

სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა