მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

უნგრელ კოლეგასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს, უნგრეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა  უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან.

კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის და ტყეების მართვის მიმართულებით საკითხები განვიხილეთ; გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც  დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების და გამოცდილების გაზიარების მიმართულება. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით უნგრეთში სწავლისთვის დაფინანსებები მიიღონ“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილება. უნგრულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გამოყოს ექსპერტი ამ საკითხებზე საქართველოსთან სათანამშრომლოდ. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა პროდუქციის მიმართულებით ის პოტენციური შესაძლებლობები, რომელიც უნგრეთის ბაზრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. განხილული იყო ტყეების მართვის მიმართულებაც, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე უნგრული მხარისთვის და ამ ნაწილში გამოცდილების გაზიარება არის ცალსახად პრიორიტეტული.

დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა

09.06.2026.19:00

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა.

შეხვედრაზე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.

საუბარი შეეხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს, მიმოხილულ იქნა მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მზარდი საერთაშორისო ინტერესი და გამოშვების შედეგები.

ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესებისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა