მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

UNI4VERSE FINEDU - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი იწყება

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება.

UNI4VERSE წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება, სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების სტიმულირება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლებაა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, შექმნან ინოვაციური პროტოტიპები ხელოვნური ინტელექტისა და IT ინსტრუმენტების გამოყენებით და მიიღონ პროფესიული მენტორობა სექტორის წამყვანი ექსპერტებისგან. კონკურსში ჩართული სტუდენტური გუნდები იმუშავებენ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა ⁠ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები, მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები. 

კონკურსში ერთიანდება 31 უნივერსიტეტი, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. პროექტი ღიაა ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი გუნდების ჩამოყალიბებას.

სტუდენტებს კონკურსში განაცხადების შემოტანა უკვე შეუძლიათ, ამისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

კონკურსის ფინალური ეტაპი 2 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - WEB SUMMIT. ასევე, კონკურსისთვის გამოყოფილია 20,000 ლარიანი გრანტი. პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი”.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05.10.2026.18:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა