მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს - დავით ჩიხელიძე

news image
mbc image

უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში. 

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას.

"უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა აზიის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება და პრაქტიკულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადადის.

ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც შუა დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.

უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.

საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიღწეული შეთანხმებები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტურიზმის მიმართულებით ქმნის საფუძველს, რომ მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტვირთბრუნვა, ინვესტიციები და ეკონომიკური ურთიერთობები. ამ პროცესში ანაკლიის პორტს შეუძლია იქცეს იმ მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად, რომელიც შუა აზიის ტვირთებს შავი ზღვის გავლით ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.

ფაქტია, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ ინტერესი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს შიდა დღის წესრიგით. სულ უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით კი შუა აზიის რეგიონიდან, პროექტს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო ინტერესების ნაწილად განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის წარმატებული განვითარება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ შუა დერეფნისა და ევრაზიული სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის როლს", - წერს ჩიხელიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა