ვაკის რაიონს წყალი 30 საათით შეუწყდება - GWP
27 ივლისს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.
ვაკის რაიონი, დღეს, 27/07 უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 27/07 12:00სთ-დან 28/07 18:00სთ-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:შევარდენიძის, კარტოზიას, ს.ცინცაძის ქუჩა N44-60 (ლუწებს) N63-77 (კენტებს), საირმის გორა, ყაზბეგის გამზ N20, „მ2 კორპუსი“, უნივრსიტეტის ქუჩა N2-18(ლუწებს) N1-11(კენტები), ლორთქიფანიძის, თამარაშვილის გამზ. სვანიძის, ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ.ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, წერეთლის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონი, წავკისის ველის რეზერვუარზე დაზიანებაა, 11:00-დან 20:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წავკისის ველს სრულად.
გლდანის რაიონი, მცხეთა:სამხედროს ქ. N14 თან არსებულ სატუმბო სადგურს, შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეუწყდა:
მცხეთაში: შრომის, კოსმონავტების,ბორჯომის,გამარჯვების,გმირი N24,26, მუხრანის N24,26.
ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლ., 2 მ-რ., ბესარიონ ჟღენტის ქ. N 67 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:40-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
შალვა ნუცუბიძის მე-2 მკ/რ N5-85 კორპუსები (ლუწებიც და კენტებიც) და ბესარიონ ჟღენტის ქუჩა.
ისნის რაიონი, თელავის ქ. N 48 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:20-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
თელავი, ახმეტა,ნიორაძე, გუთნის.
გლდანის რაიონში, წყალმომარაგება შეგიწყდათ ავარიულად ავშნიანის დას. მონადირის ქუჩის N 10 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 26/07-ის 18:00-ზე.
წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს; ავშნიანის დასახლბას, სამხედრო დას, მუხიანის მე-3 და მე-4 მიკროებს, მონადირის, ნოზაძის, გობრონიძის ქუჩებს და თემქის(ზღვის უბნის) მე-3 და მე-4 მიკროებს.
მუხიანის 1,2,3,4 მკ/რ (სრულად) (გობრონიძე,ნონეშვილი,დუმბაძე)
აღნიშნულ გამორთვას დაემატა: მუხიანის 1 მ/რ და მე-2 მ/რ (მთლიანად).
წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 12:00-საათამდე
საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 20 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:30-დან 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაჟა-ფშაველას გამზ. N 25- 41, N 2- N58, ალ.ყაზბეგის გამზ. N 1- 55, N 2- 34, ქართველიშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის N10, ანტონოვსკაიას, ასათიანის, მიცკევიჩის, ჯ.ბაგრატიონის, კანდელაკის N12, 14, 16, ვაკელის, გიგოშვილის, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძე) N 5- 11 (კენტი-ლუწი) და რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
ვაჟა-ფშაველას გამზ. N 20 თან ქსელზე დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად 12:00 საათამდე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.