მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებთან, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა თავისუფლების მოედანზე ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც სიმბოლურად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.

მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და მას „ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებს.

„ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. თბილისის საკრებულო არაერთი წელია ჩართულია კამპანიაში „ შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კამპანიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა გაიგოს უფასო სკრინინგის შესახებ,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საინფორმაციო კამპანიას უერთდებიან, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება. ცოცხალი ჯაჭვის მიზანი კი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლებაა.

„ვარდისფერი ოქტომბერი" მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image Concentrix Georgia ICTA-ს შეუერთდა - გლობალური გამოცდილება სექტორის საერთო დღის წესრიგში

21.10.2026.22:26

2021 წელს Concentrix-მა საქართველოში საქმიანობა 18 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კომპანიის ადგილობრივი გუნდი უკვე 500 პროფესიონალს აერთიანებს. ეს ზრდა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატების მაჩვენებელი არ არის - იგი აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების განვითარება.

Concentrix Georgia ICTA-ს ახალი წევრი გახდა. კომპანიის გაწევრიანებით ასოციაციის საერთო სივრცეს ემატება მომხმარებელთა გამოცდილების, ინტელექტუალური ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის პრაქტიკული ცოდნა.

ICTA-სთვის წევრობის გაფართოება კომპანიების რაოდენობის ზრდაზე მეტს ნიშნავს. ასოციაციის ძალას განსაზღვრავს ის გამოცდილება, ოპერაციული მასშტაბი და ხედვა, რომელსაც წევრი კომპანიები საერთო დღის წესრიგში აერთიანებენ. Concentrix Georgia ამ პლატფორმას გლობალურ ბრენდებთან მუშაობის, მრავალენოვანი გუნდების განვითარებისა და თანამედროვე CX ოპერაციების მართვის გამოცდილებით აძლიერებს.

Concentrix მომხმარებელთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. იგი 2,000-ზე მეტ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობს და ადამიანურ გამოცდილებას მოწინავე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

კომპანია მუშაობს იმ მიმართულებაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რეალურ საოპერაციო შედეგად უნდა იქცეს - გაუმჯობესებულ მომხმარებელთა გამოცდილებად, უფრო ეფექტიან პროცესებად და ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობად.

საქართველოში Concentrix ემსახურება საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის, სამომხმარებლო ელექტრონიკის, ტექნოლოგიების, მედიისა და კომუნიკაციების, მოგზაურობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების წარმომადგენელ კლიენტებს.

კომპანიის ადგილობრივი გუნდი მომსახურებას ცხრა ენაზე - ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე უზრუნველყოფს. ეს შესაძლებლობა საქართველოს ოფისს სხვადასხვა ბაზრისა და კულტურის მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის საშუალებას აძლევს.

Concentrix Georgia-ს ზრდა 18-დან 500 თანამშრომლამდე მნიშვნელოვანი მაგალითია მთელი სექტორისთვის. იგი ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ გლობალური კომპანიების მოზიდვა, არამედ მათი ადგილობრივი ოპერაციების გაფართოება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გუნდების ჩამოყალიბება და მრავალბაზრიანი მომსახურების განვითარება.

სწორედ ასეთი გამოცდილებების ერთიან სისტემად გარდაქმნაა ICTA-ს როლი.

ასოციაცია აერთიანებს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების კომპანიებს, რათა სექტორის რეალური გამოცდილება საერთო პრიორიტეტებად ჩამოყალიბდეს. წევრი კომპანიების ცოდნა ICTA-ს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად იმუშაოს ტალანტის განვითარებაზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე.

Concentrix Georgia-ს წევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ბიზნეს სერვისების ინდუსტრია სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მონაცემებს, ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს. მომხმარებელთა გამოცდილების მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ მომსახურების ფუნქცია - იგი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ICTA-ს საერთო პლატფორმაში ამ გამოცდილების ჩართვა სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს ის პირობები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ოპერაციების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტალანტის ზრდას სჭირდება.

„Concentrix Georgia-სთვის დიდი პატივია ICTA-ში გაწევრიანება და იმ პროფესიონალებისა და კომპანიების გაერთიანებაში ჩართვა, რომლებიც საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორების განვითარებას უწყობენ ხელს.

გვჯერა, რომ თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ძლიერი ინდუსტრიული კავშირების შექმნა ინოვაციისა და პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელოვანი საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, სხვებისგან ვისწავლოთ და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ“, - თეონა ნოზაძე, Concentrix-ის საქართველოს ოფისის ლიდერი.

საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობას ძლიერი კომპანიები ქმნიან, ხოლო მათ გამოცდილებას საერთო ძალად შეთანხმებული დღის წესრიგი გარდაქმნის.

Concentrix Georgia-ს წევრობით ICTA საერთაშორისო დიალოგისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძენს: საქართველოდან შესაძლებელია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების მართვა.

ICTA-ს ამოცანაა, ასეთი შედეგები ცალკეული კომპანიების წარმატების ისტორიებად არ დარჩეს - ისინი სექტორის საერთო პოზიციად, განვითარების შესაძლებლობად და საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად გარდაიქმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა