მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

news image
mbc image

ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინებთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.

 

ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა და ახალი საცხოვრებელი ფართები მიულოცა.

 

„მიხარია, რომ როგორც თბილისის მერი და როგორც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, დღეს სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბის მონაწილე ვარ - ამბის, რომელიც კონკრეტული ოჯახებისთვის სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. 

 

ყველა კარგად ხედავს, ქალაქში რამდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი  ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარი დაუმთავრესი მაინც არის ის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ არცერთ ოჯახს არ უწევდეს ავარიულ საცხოვრებელ სახლებში შიშითა და დაძაბულობით ცხოვრება.

 

თბილისში, სამწუხაროდ, 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული.დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად შევძლებთ ამ კორპუსების ჩანაცვლებას ახალი,  თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით. 

 

ჩვენ 2017 წელს დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. ცხადია, ყველა შენობის ჩანაცვლება მოკლედროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი. 

 

„სახეზე გვაქვს მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის  შედეგი - ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარემიწის ნაკვეთზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა 2019 წელს გამოვაცხადეთ დაგამარჯვებულმა კომპანიამ „ვარკეთილი დიველოფმენთმა“, თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორისაცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს გადმოსცა 7 545 კვადრატული მეტრი ფართი. დაახლოებით 142 ბინა არის თეთრი კარკასისმდგომარეობით.

 

დღეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ბინებთან ერთად, მუნიციპალიტეტისგან მათ გადაეცემათსარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. რაც შეეხება დარჩენილ 107 ბინას, მათ ასევე, ვარკეთილისტერიტორიაზე, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს გადავცემთ.

 

ყველას გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. სახლი მხოლოდ ადგილი არ არის, ისსიმყუდროვის შეგრძნებაა. ამიტომ, მინდა, ყველას დაგიბრუნდეთ ესშეგრძნება, იგრძნოთ თავი დაცულად და უსაფრთხოდ; მშვიდად გაზარდოთშვილები, შვილიშვილები და იყოთ ბედნიერი. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდითდაგიდგეთ და ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, გავაგრძელოთ ზრუნვაჩვენი ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

კახა კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისადა უსახლკაროების ბინებით დაკმაყოფილების საკითხს. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლითავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისისსაკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და სამშენებლოკომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია. 

 

ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებისმიზნით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთაგამოხატვა თბილისის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც კომპანია„ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. 

 

თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ აიღო ვალდებულება, 7 545 კვადრატული მეტრი ჯამური ფართისმქონე ბინები, თეთრი კარკასის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტისთვისგადაეცა. 

 

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტმა კომპანიისგანორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, ჯამში, 142 ერთეული ბინა მიიღო. დარჩენილი 107 ბინა, ასევე, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ავარიულკორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა.



 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა