ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება გრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო
ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება სავალდებულოა მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების, არენდით გადაცემისა და ვენახთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების შემთხვევაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლები, საკადასტრო მონაცემების განახლებას, მევენახეობის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში, ადგილზე ახორციელებენ.
მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.
ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, მევენახეთა მონაცემებში ცვლილების დაფიქსირების თაობაზე, 1019 ვენახის ამონაწერი გაიცა. მონაცემთა სანდოობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად, კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, სამეგრელოსა და მესხეთის მევენახეობის ზონებში ჩატარდა საველე შემოწმებები, რომელთა ფარგლებშიც გადამოწმდა 226 მევენახის საკუთრებაში არსებული 358 ნაკვეთი.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო და 2023 წელს უკვე მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა.
ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს. დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღწერილია 50 ათასამდე ჰექტარი ვენახის ფართობი.
სხვა სიახლეები
ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება გრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო
13.07.2026.14:58