მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვიდეოკონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ბაზისბანკის მხარდაჭერით იმართება

news image
mbc image

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეოების კონკურსი - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ იმართება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის მთავარ მიზანს, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში, ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისება წარმოადგენს.

კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.

ვიდეოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12-31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. კონკურსის პირველ ეტაპზე, ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 ფინალისტი ვიდეო. 27 სექტემბერს კი, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ 3 ვიდეოს, ხოლო კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება ფინედუს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე მომხმარებელთა რეაქციების რაოდენობის შესაბამისად.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ვიდეოები, ფინედუს ვებ-გვერდსა და მის სოციალურ არხებში გამოქვეყნდება და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ვიდეოკონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე.

„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე წელს ვიდეოკონკურსით აღინიშნება, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისებას წარმოადგენს. ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდა და ცოდნის გავრცელება კი, სამომავლოდ მათ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა